აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო 

28 აპრილი 2020, 20:15 1353 ნახვა

სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვილობა, სოფლის მეურნეობის გაძლიერება და ათასობით ბენეფიციარისთვის სასურსათო კალათის გადაცემა - სწორედ ეს არის აჭარის საგანგებო ბიუჯეტის პრიორიტეტები, რომლის განხილვამ დღეს, ხმაურის ფონზე ჩაიარა. ცვლილებების სასწრაფო წესით დამტკიცებას მმართველი გუნდის წევრები აუცილებელს უწოდებენ, ოპოზიციას კი პრიორიტების განაწილება არ მოსწონს.

საგანგებოდ შემუშავებული რეგიონის ფინანსური დოკუმენტი, 2 დღეში უნდა დაამტკიცონ, რომელსაც 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. საგანგებო ბიუჯეტმა, კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, არსებულ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. ცვლილება ბიუჯეტში არ ითვალისიწნებს მის შემცირებას ან მატებას, თანხა მხოლოდ მუხლიდან მუხლში გადავიდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში