აგრარული ბაზრების ნაწილი გაიხსნა, თუმცა სავაჭრო დახლებზე მყიდველებს მაღალი ფასები ხვდებათ

29 აპრილი 2020, 19:55 1755 ნახვა

აგრარული ბაზრების ნაწილი გაიხსნა, თუმცა სავაჭრო დახლებზე მყიდველებს მაღალი ფასები ხვდებათ. მოვაჭრეები კი ფასების ზრდის მიზეზად, შემოტანილ პროდუქტს ასახელებენ. კიტრს 4-დან 5 ლარამდე შეიძენთ, პომიდორს 4 ლარად,  კარტოფილის ფასი კი ბაზარში 2 ლარამდეა, ახალი კარტოფილში კი 4-დან 7 ლარამდე გადახდა მოგიწევთ. თუმცა შემცირდა, ბოლო დროს საგრძნობლად მომატებული ნივრის ფასი.

ბაზარში პროდუქტი საკმარისია, ფასები არც თუ ისე სახარბიელო, თუმცა დახლებთან მყიდველთა სიმრავლეს ვერ ნახავთ.ფასების მონიტორინგი და რეგულაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება, უწყებაში განაცხადეს, რომ ფასები სეზონური პროდუქტის შემოვლის გამო გაიზარდა და აგრარული ბაზრების დახურული სივრცეების გახსნის შემდეგ, დარეგულირდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში