ვირუსს, რომელსაც მკვლელს ვეძახდით, ახლა უკვე სახელი შეკვეცილი აქვს - ლევან რატიანი

29 აპრილი 2020, 21:44 3900 ნახვა

ვირუსს, რომელსაც მანამდე მკვლელს ვეძახდით, ახლა უკვე სახელი შეკვეცილი აქვს - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"

"ახალ კორონავირუსს, რომელსაც მანამდე მკვლელს ვეძახდი, ამ ვირუსს ეს სახელი დღეს შეკვეცილი აქვს.  არ ვეძახით უკვე რამდენიმე კვირაა, მე პირადად არ დამიძახია, არც გამიფიქრებია, რომ არ გამოტყუოთ. შეეგუება ამ ვირუსს დღევანდელი კაცობრიობა. ვირუსის ფუნქციაც დარბილდება ის არ იქნება ისეთი აგრესიული, როგორიც გაჩნდა თავიდან."- ამბობს ლევან რატიანი

მისივე თქმით, ადამიანმა უმუნური სისტემის დახმარებით უნდა ისწავლოს, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება და არ უნდა მოექცეს, მისგან გამოწვეული ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ.

ასევე, ადამიანის ორგანიზმს გაა​ჩნია იმუნური სისტემა და მარტივად, რომ ვთქვათ ამ ვირუსმა და ჩვენ სიმბიოზში უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. ერთი პირობით, რომ არ უნდა მოვხვდეთ ამ ვირუსის შედეგად გამოწვეულ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ"- ამბობს ლევან რატიანი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში