ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა

30 აპრილი 2020, 11:44 1685 ნახვა

ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა ყვავილებით შეამკეს.

ეროვნული გვარდია უზენაესი საბჭოს დადგენილებით   1990 წლის დეკემბერში შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა. 30 აპრილს გაწვევა ოფიციალურად დაიწყო და აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის ისტორია.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში