ტურიზმი - საქართველოს სავიზიტო ბარათი, კრიზისის წინაშეა

01 მაისი 2020, 20:07 2761 ნახვა

ტურიზმი - საქართველოს სავიზიტო ბარათი, კრიზისის წინაშეა. პანდემიად ქცეულმა ვირუსმა ყველაზე მეტი ზიანი სწორედ ამ სფეროს მიაყენა. შეჩერებული ფრენების შემდეგ, ზღვისა და მთის კურორტები წელს სავარაუდოდ ვიზიტორების გარეშე დარჩება.

„მთავართან“ მოსალოდნელ ზარალზე საუბრობენ ტუროპერატორები, გიდები და სექტორში დასაქმებული სხვა პირები. რას უნდა ელოდნენ ისინი, ამ ეტაპზე რთული  ამოსაცნობია. გამოსავალს ტურიზმის სექტორისთვის დამატებითი მექანიზმების შემუშავებასა და შიდა ტურიზმის განვითარებაში ხედავენ ექსპერტები.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში