პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

02 მაისი 2020, 10:42 1835 ნახვა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად ოჯახში ძალადობის ფაქტები გაზრდილია, მარტში 1742 პირზე იძალადეს, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 180-ით მეტია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში