საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ახალი ფაქტი

03 მაისი 2020, 12:12 1676 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 103 ფაქტი გამოავლინა ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად,  ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 103 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 2 მაისის 21 საათიდან 3 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 78 მოქალაქე დააჯარიმა.გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 16 მოქალაქე დააჯარიმეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში