ხილი 45%-ით გაძვირდა - ''საქსტატის'' მონაცემები

04 მაისი 2020, 15:08 1863 ნახვა

2020 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხილი 45%-ით, რძის ნაწარმი 23-ით, ხორცპროდუქტები 15-ით, პურპროდუქტები კი 8.4%-ით გაძვირდა. „საქსტატმა“ აპრილის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.

ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, სადაც ფასები გაიზარდა 16.1 პროცენტით.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი , რძე, ყველი და კვერცხი , შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული , ხორცი და ხორცის პროდუქტები, თევზეული, ბოსტნეული და ბაღჩეული, ზეთი და ცხიმი , მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური ყავა, ჩაი და კაკაო და პური და პურპროდუქტები. ამასთან, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ფასები გაიზარდა 4.9 პროცენტით. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში