დღევანდელი ლოგიკით ჩვენ არჩევნებს არ გადავდებთ  - ლადო კახაძე 

04 მაისი 2020, 22:20 1719 ნახვა

დღევანდელი ლოგიკით, დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ არჩევნებს არ გადავდებთ - აცხადებს ლადო კახაძე - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"

- წამყვანის შეკითხვაზე კი, დარჩება თუ არა ქართული ოცნება სათავეში

დეპუტატი პასუხობს, რომ მოსახლეობას ხელისუფლების დიდი იმედი აქვს.

"ჩვენთან ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ვერავის ვერ აკადრებს მათ, აზრი მოახვიონ. დღევანდელი პირობებით, კი ეს ხელისუფლება არა მარტო ამ გამოწვევას, არამედ ამის მსგავსი ყველა გამოწვევისთვის მზად არის, რასაც მოსახლეობა ნათლად ხედავს. მე ვსაუბრობ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელსაც მაქვს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ადამიანებთან ურთიერთობა არასახეცვლილი ფორმით. მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აქვს არა მარტო დიდი იმედი, არამედ თანამონაწილეობის განცდა, რომ ისინი მის ხელისუფალთან ერთად ამ მდგომარეობას ღირსეულად გაუძლებენ და გამოვლენ ამ მდგომარეობიდან" - ამბობს ლადო კახაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში