მზად ვართ ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ ვადებში ჩატარებას - მამუკა მდინარაძე

05 მაისი 2020, 14:22 1399 ნახვა

"მზად ვართ, ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების დათქმულ ვადებში ჩატარებასა და არჩევნების ჩატარების გარანტიას"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი მზად არიან ამ საკითხზე იმსჯელონ როგორც მესამე სექტორის, ასევე ოპოზიციის წარმოამდგენლებთან

„მზად ვართ, მივაღებინოთ ამ მსჯელობაში მონაწილეობა როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა ჩვენ ოქტომბერში მივიდეთ მომზადებული გეგმით. ვაცხადებთ სრულ ღიაობას ამასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა აქ არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზის შექმნა სავარაუდოდ ვერ მოესწრება.

„ეჭვი მეპარება, რომ ჩვენ პრაქტიკულად შევძლოთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას და ამ მოკლე პერიოდში მოესწროს, მაგრამ, დანარჩენი, რაც შეეხება იმას, რომ რეგულაციებისა და შეზღუდვების თანხლებით და ექიმების რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდეს არჩევნები, ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არჩევნების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა და მმართველ გუნდს არცევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში