აჭარაში ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო შეიქმნა

05 მაისი 2020, 13:06 3013 ნახვა

რეგიონში ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის დაგეგმვაზე დღეიდან ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო იზრუნებს.  აკადემიური წრეებისგან შემდგარი გუნდი საგანგებო და კრიზისული სიტუაციის ფარგლებში მოამზადებს სპეციალურ  რეკომენდაციებს, რომელსაც ბიზნეს სექტორსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს წარუდგენენ.

საბჭოს მუდმივმოქმედი და მოწვეული წევრები  რეგიონის ეკონომიკური განვითარების ანალიზს შეიმუშავებენ და განსაზღვრავენ პრიორიტეტულ მიმართულებებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში