ქობულეთის 4 სოფელში შეზღუდვები მოიხსნა

08 მაისი 2020, 18:14 1693 ნახვა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების შედეგად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში  მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა.  სოფლები: წყავროკა, მუხაესტატე, გვარა და ლეღვა  თითქმის ერთი თვე ჩაკეტილი იყო. დილიდან დაიწყო   სოფლების შესასვლელ-გამოსასვლელებში განთავსებული  ბლოკპოსტების დემონტაჟი, ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის  განმარტებით,  შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება საგანგებო სიტუაციის განსაზღვრული რეგულაციები და დაჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში