ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაკეტილი ადმინისტრაციული ერთეულები გაიხსნა

08 მაისი 2020, 20:01 1845 ნახვა

ლეღვა, მუხაესტატე, გვარა და წყავროკა - აჭარაში კორონავირუსის ეპიცენტრ ადმინისტრაციულ ერთეულებში, დღეიდან ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. დილიდან ბლოკპოსტები აიღეს, ტერიტორია დატოვეს სამხედროებმაც. მუნიციპალიტეტში 33 ათასამდე მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული რეგულაციები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების რეკომენდაციები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში