საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო

09 მაისი 2020, 12:19 1369 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75 წლისთავთან და ევროკავშირის იდეის დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს აღნიშნული თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თანამშრომლობისა და სოლიდარობის სრულიად ახალ ფორმატს ევროპაში - ევროკავშირს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში