განცხადებები  სააკაშვილის  დანიშვნაზე

09 მაისი 2020, 15:08 1698 ნახვა

ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით. კახიძის განმარტებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები „თავისი ვიწრო პოლიტიკური ბოღმის გამო არ უნდა დააზარალოს“.

სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას გამოეხმაურა პრემიერ მინისტრი. როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს იმისგან, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს.მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.-აღნიშნა გიორგი გახარიამ.უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნაზე ქართული მხარის რეაქციას შეცდომად აფასებს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი შიდა პოლიტიკის საქმეა და მათი გადაწყვეტილებაა.  სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა. გადაწყვეტილებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში