ოპოზიციის კრიტიკა

09 მაისი 2020, 15:28 1429 ნახვა

ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ვეტერანებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სულ 370 ვეტერანია დარჩენილი, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო წლები უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალიეს.

მან ამასთანავე, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს მშვიდობიანი, განვითარებული, ერთიანი და ისეთი, როგორიც ჩვენს წინაპრებს უნდოდათ რომ ის ყოფილიყო.ბურჯანაძემ მთავრობასაც მიმართა და მოუწოდა „ლაპარაკის ნაცვლად საქმეც გააკეთონ“ და 370 ვეტერანს ეს დღე ღირსეულად აღუნიშნონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში