ქედაში ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა ცალმხრივად გაიხსნა

11 მაისი 2020, 09:28 2118 ნახვა

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი ცალმხრივად გაიხსნა და მოძრაობა ნებადართულია.

მიწის მასამ და ქვის ლოდებმა სოფელ დოლოგანთან გზის სავალი ნაწილი ჩახერგა, რის გამოც მაღალმთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით გადაადგილება გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ შემოვლითი გზით შეიძლებოდა.

გზის გაწმენდას ხელი ლოდებმა შეუშალა, რომლის აფეთქებაც გახდა საჭირო.

საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტერიტორია დაახლოებით ორ დღეში სრულად გაიხსნება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ლოდების აფეთქება კიდევ გახდეს საჭირო.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში