"ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი - გიორგი გახარია

11 მაისი 2020, 16:21 1553 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრს დღეს ბათუმში ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ხომ არ იქნება ის ''ქართული ოცნების'' ახალი სახე. გიორგი გახარიამ თქვა, რომ ვეღარ იქნება, რადგან ერთხელ უკვე იყო. 

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდი ახალ სახეებს ეძებს. 

კითხვაზე: იქნება თუ არა საარჩევნო კამპანიის დროს გიორგი გახარია ისევ პრემიერ-მინისტრი თუ მმართველ პარტიას ახალი გუნდი ეყოლება?

"ყველაფერი შეიძლება, დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" ახალი სახე ვეღარ ვიქნები, რადგან ერთხელ უკვე ვიყავი, ამაში დარწმუნებული ვარ.

მე ჩემს გუნდთან ერთად ვარ, ერთხელ ვთქვი უკვე, მაშინ გაზაფხულს ველოდებოდით, ახლა შემოდგომას დაველოდოთ და შემოდგომაზე დავითვალოთ წიწილები," - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში