დარღვევით შევსებული ქონებრივი დეკლარაციები - კვლევა

11 მაისი 2020, 19:01 1575 ნახვა

აჭარის მთავრობის, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და უმაღლესი საბჭოს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაცია არასრულადაა შევსებული.დეკლარაცია არასრულად შეავსეს: მთავრობის თავმჯდომარემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფრომა მუხრან კაკაბაძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა: ნუგზარ სურმანიძემ, ხვიჩა შარაშიძემ, ვახტანგ წულაძემ. კვლევას საერტაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს. რომლის მიხედვითაც დარღვევებიდან 4 შემთხვევა თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების კუთვნილი ქონების არასრულ დეკლარირებას ეხება. 2 შემთხვევაში სხვადასხვა საწარმოში წილების ფლობა სხვა პირებისთვის მინდობით არ გადაუციათ, რაც კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევა. თორნიკე რიჟვაძემ დოკუმენტი წარმოადგინა რომლის მიხედვითაც ჩანს რომ ნოტარიულად დადასტურებული გაჩუქება გასულ წელს არის შემუშავებული. კვლევის ავტორებს უპასუხა რომ კანონდარღვევაზე საუბარი მიუღებელია, რადგან ეკონომიკური საქმიანობა 10 წელია არ განუხორციელებია და მას დეკლარაციაში ზუსტი მონაცემები აქვს მითითებული. ქართული ოცნების წევრი დავით ბაციკაძე საჯარო მოხელეების მხრიდან ქონების დამალვის მცდელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მხოლოდ ტექნიკური ხარვეზია.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში