სადავო შეთანხმება – შეიცვლება თუ არა საარჩევნო სისტემა

11 მაისი 2020, 19:58 1125 ნახვა

ოპოზიციის მიერ უკან წაღებული პირობა თუ, ხელისუფლების მიერ დარღვეული შეთანხმება? პარლამენტის თავმჯდომარემ თხოვნით მიმართა იმ ელჩებს, რომლებიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ და 8 მარტს  მათი თანდასწრებით შეთანხმება გაფორმდა, გაასაჯაროვონ რა წერია შეთანხმებაში. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პატიმრების გათავისუფლების პირობა „ქართულ ოცნებას“ არავისთვის მიუცია, ოპოზიცია კი სპეკულირებს, რომ შესაძლოა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს.

ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, მხოლოდ ოპოზიციას აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგან მათი თქმით, მმართველი გუნდი შეთანხმების შესრულების პირობას დებს. ოპოზიცია კი ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიახლოებულ მოდელს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ ხელისუფლება ბოლომდე დაიცავს შეთანხმებას, უფრო კონკრეტულად კი პატიმრები გათავისუფლდებიან. მოთხოვნების საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში