ბათუმის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ქალაქის მერს 15 მაისს ფრაქციის სხდომაზე იწვევენ

12 მაისი 2020, 11:48 1741 ნახვა

ბათუმის საკრებულოს წევრები ნაციონალური მოძრაობიდან ქალაქის მერს 15 მაისს ფრაქციის სხდომაზე იწვევენ. ისინი ლაშა კომახიძეს მიმართავენ და მოუწოდებენ წარადგინოს ბათუმში კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევის სტრატეგია და მისგან კონკრეტულ გეგმას ელოდებიან. ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ქალაქის მერი მათი კოლეგებისგან განსხვავებით მაღალ პასუხისმგებლობას გამოიჩენს და ფრაქციის სხდომაზე მივა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ლაშა კომახიძე ნაციონალურ მოძრაობას წერილობით ხვალ უპასუხებს, თუმცა არ აკონკრეტებენ მივა თუ არა ლაშა კომახიძე ფრაქციის სხდომაზე.  

მერიაში  ამბობენ, რომ ოპოზიცია ინფორმირებულია, რომ მერია კოვიდ 19-ით გამოწვეული პრობლემების კრიზისულ გეგმაზე მუშაობს და მას  თვის ბოლოს წარადგენს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში