კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ახალი ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებს

12 მაისი 2020, 11:56 1315 ნახვა

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ახალი ინფიცირების შემთხვევებს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ერთი ახალი ინფიცირებული და 32 გამოჯანმრთელებული, ასეთია კოვიდ19 თან დაკავშირებული ბოლო მონაცემები ქვეყანაში.  

დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირებული პირის  მოძიებული კონტაქტების რაოდენობა 4-ს შეადგენს და მათი "პისიარ" დიაგნოსტიკა დღეს განმეორებით ჩატარდება.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ერთ კრიტიკულ პაციენტს, მასთან მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია. ქვეყანაში კოვიდინფიცირებული 639 ადამიანიდან 349 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა.

აჭარაში დღეს 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. 250 გამოკვლეული პაციენტის ანალიზის პასუხი კოვიდ 19 ზე უარყოფითია.  გუშინ ღამით კლინიკა მედალფა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ისინი ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდებიან.

რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი ინფიცირებული რჩება, ამ დროისთვის აჭარაში 11 ინფიცირებული მკურნალობს. აჭარაში კორონავირუსისგან საერთო ჯამში 45 პირი გამოჯანმრთელდა. რეგიონში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში