დავა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებაზე კვლავ გრძელდება

12 მაისი 2020, 18:15 1546 ნახვა

არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, კვლავ გრძელდება დავა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის  8 მარტის შეთანხმებაზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობს. ჯერჯერობით გადაუჭრელი პრობლემა ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხია. ამჯერად პროცესებში ამერიკელი სენატორიც ჩაერთო, ჯიმ რიში აცხადებს,რომ მოლაპარაკება აუცილებლად უნდა შედგეს და იყენებს სიტყვა პოლიტპატიმარს, პროცესის მონაწილე ელჩები კი აღნიშნავენ, რომ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია სასამართლო სისტემაში ჩარევაზე რეაგირებას გულისხმობს, რასაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში განსხვავებულად ხსნიან.

ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ამით ელჩებმა დაადასტურეს მათი პოზიცია, რომ ოპოზიციის დაკავებული ლიდერების, სამართლებრივად იხდიან სასჯელს და მათ გათავისუფლებაზე საუბარი არ არის, ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ამით ელჩებმა მიუთითეს ხელისუფლებას, რომ ოპოზიციის ლიდერები უნდა გათავისუფლდნენ.   ცნობილია, რომ საკითხზე მორიგი კონსულტაციები  ოპოზიციის ლიდერებს სორის ხვალ გაიმართება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში