საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს დღეს განაახლებენ

13 მაისი 2020, 12:04 727 ნახვა

რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპოზიციის წარმომადგენლები 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. ორთვიანი პაუზის შემდეგ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს დღეს განაახლებენ. ბუნებრივია ამჯერადაც მთავარი განსახილველი საკითხი ხელისუფლების მიერ  8 მარტის შეთანხმების შესრულებაა, რომელიც მოიცავს საარჩევნო სისტემასთან და პოლიტპატიმრების გამოშვებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 

ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება. კონსულტაციები 14 საათზე „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია ჩანიშნული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში