მრეწველები აქცია

28 სექტემბერი 2016, 00:00 3667 ნახვა

საარჩევნო ბლოკის “თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო”-ს წევრებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისის წინ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათი განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიერ დაანონსებული დესტაბილიზაცია მიუღებელია და ამ მიზნით ბლოკი ახალ მოძრაობას აფუძნებს სახელწოდებით “დაიცავი ჩვენი სამშობლო”.  მოძრაობის ლიდერის თქმით, დესტაბილიზაციის მცდელობის განმეორებით შემთხვევაში ოპონენტების საწინააღმდეგოდ ისინი პერმანენტულ აქციებს მოაწყობენ. ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებიან, რომ არეულობას არ გეგმავენ და აქციას პროვოკაციად აფასებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში