რა ფაქტორებით ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო ტესტების შეძენისას - უწყების განმარტება

13 მაისი 2020, 19:10 1131 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, თუ რა ფაქტორით ხელმძღვანელობს უწყება კორონავირუსის ტესტების შესაძენად. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ტესტი იყოს რეგისტრირებული ქვეყანაში, რაც არის ერთგვარი ფილტრი იმისა, რომ დადგინდეს ტესტის ხარისხიანობა. ამის გარდა ჯანმო და დონორი ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან ქვეყნებს ტესტების შეძენაში თავად გასცემენ რეკომენდაციებს და სანდო მიმწოდებლების ნუსხას. თამარ გაბუნია აღნიშნავს, რომ არსებობს რისკ ფაქტორები და ტესტებს არ აქვთ 100% მაჩვენებელი, მაგრამ მიღებული ზომებს რისკი დაჰყავთ მინიმუმამდე. ასევე დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი შემცირებულია, გეგმური ოპერაციები განახლდება. კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით არ დასახელებულა.
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში