ოპოზიციური ძალების კონსულტაციები - 8 მარტის შეთანხმებაზე დავა გრძელდება

13 მაისი 2020, 20:23 1359 ნახვა

ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და არ აპირებს მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე. საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმება უნდა შესრულდეს და ამას მხარს „დასავლელი მეგობრებიც“ უჭერენ. ამბობენ იმასაც, რომ მიზნის მისაღწევად კონსტიტუციით გათვალისწინებულ ყველა ზომას მიმართავენ.  

ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პარტიები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. არც ის არის გამორიცხული, ოპოზიციამ კვლავ აქციები გამართოს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია კონსტრუქციული შეთანხმებაზე, რომელიც საარჩევნო სისტემასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შედგა. უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მთავარ მიზანს დესტრუქცია წარმოადგენს, ვინაიდან, გამარჯვებაში დარწმუნებული არ არიან.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში