ჯანდაცვის რეკომენდაციები და შესრულება

13 მაისი 2020, 20:34 1465 ნახვა

დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, ხელთათმანები, დისტანციის მოსანიშნი სტიკერები და თერმომეტრები - შესაძლოა ამ ყველაფერის შეძენა არც ისე ადვილია, თუმცა სავაჭრო ობიექტებისთვის აუცილებელი. ობიექტების მფლობელები ამბობენ, რომ მაღაზიებთან რიგის მართვას ახერხებენ და ნებადართულზე მეტ მოქალაქეს შენობებში არ უშვებენ. ისევ ძალაშია, ასაკობრივი შეზღუდვა.

რამდენად მკაცრად ან ზუსტად იცავენ სავაჭრო ობიექტები    ვირუსის პრევენციისთვის დადგენილ რეკომენდაციებს, შემოწმების პროცესი დაწყებულია, დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 15 ათასი ლარია. სავაჭრო ობიექტების გარდა, მკაცრი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ საქალაქო ტრანსპორტშიც, ოღონდ ამუშავების შემდეგ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში