ახალი სასტუმრო ბათუმში

28 სექტემბერი 2016, 00:00 6740 ნახვა

ამიერკავკასიაში ყველაზე მრავალნორმიანი  სასტუმრო დღეს ბათუმში გაიხსნა. ცნობილი თურქული  ბრენდის `ეუფორიას” სასტუმრო- საცხოვრებელი კომპლექსი ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა. 415 სასტუმრო ნომერი, სავაჭრო ცენტრი, ორი კინოთეატრი, კაზინო და დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა ექსპლუატაციაში სრულად თებერვლიდან შევა.  პროექტისთვის  კომპანია `მეტრო ატლას ჯორჯიამ” 90 მილიონი დოლარი დახარჯა. სასტუმროს  გახსნას დღეს ქვეყნის პრემიერ მინისტრი და  ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გიორგი კვირიკაშვილმა  ინვესტორს – გალიფ ოზთურქს,  მადლობა სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისთვისაც  გადაუხადა.

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში