საქართველო ხვალ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს

14 მაისი 2020, 12:14 1342 ნახვა

საქართველო ხვალ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად გადააბარებს. ცერემონიალი ევროპის საბჭოს შენობაში გაიმართება. სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, შემდეგ კი მონაწილეებს დავით ზალკალიანი მიმართავს.

ცნობილია, რომ  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს. კორონავირუსის გამო სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში