,,ბათუმის მერმა ვერ გადააბიჯა პარტიულ ინტერესებს და არ მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე“ – მირდატ ქამადაძე

15 მაისი 2020, 12:28 1588 ნახვა

,,ბათუმის მერმა ვერ გადააბიჯა პარტიულ ინტერესებს და არ მოვიდა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. საკრებულოს წევრის  განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკრებულოს წევრები ქართული ოცნებიდან საგანგებო ბიუჯეტის შესახებ სამსჯელოდ არ მივიდნენ რიგგარეშე სხდომაზე, მოლოდინი ჰქონდათ, რომ ოპოზიციის კითხვებს ლაშა კომახიძე უპასუხებდა.

მირდატ ქამადაძის თქმით, ლაშა კომახიძემ წერილობით აცნობა, რომ თავს იკავებს ფრაქციის წინაშე წარდგეს. ბათუმის მერი საპასუხო კომენტარს არ აკეთებს. პრესსამსახურის თქმით, მერმა ოპოზიციური პარტიის მისამართით გაგზავნილ წერილში დეტალურად ისაუბრა უარის თქმის მოტივზე. წერილში აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც მუშავდება, საკრებულოს წევრებთან უახლოეს დღეებში განიხილავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში