კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა

15 მაისი 2020, 15:26 1951 ნახვა

671 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში. ასეთია დღეის მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით. დღეს 10 ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და  393  შეადგინა.  თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის 3 ინფიცირებული წევრი შეიყვანეს. სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველმა  საუნივერსიტეტო კლინიკამ კი 10 მარტიდან დღემდე დაახლოებით 1 500-მდე საეჭვო შემთხვევა მიიღო, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, საიდანაც 125-მა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

ამ ეტაპზე კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის, ჯანმრთელების მდგომარეობა სტაბილურია. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას დღეს  კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ბოლნისიდან და კარანტინის სივრციდან 6 ახალი პაციენტი დაემატა. ქვეყანაში კორონავირუსს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში