ევროპარლამენტარები და სენატორები შეწყალებაზე

16 მაისი 2020, 15:21 1352 ნახვა

ფასილიტატორების გარდა, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ევროპარლამენტარებიც ეხმაურებიან. მათ განცხადებები სოციალურ ქსელში, გაავრცელეს. ერთ-ერთია ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწვეტილებას წინსვლად აფასებს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ერთ-ერთი იყო იმ ევროპელ პოლიტიკოსებს შორის, ვინც საქართველოს მთავრობას დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა.

პრეზიდენტის შეწყალების აქტი შეაფასა, ანა ფოტიგმაც. ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები პროგრესს იმსახურებენ. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში, კი აღნიშნულია, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის მიღწეული შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში.  

სენატორების თქმით, „მოუთმენლად ელიან“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას. ცნობისთვის, ევროპარლამენტარები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას 8 მარტს მიღებული შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ   მოუწოდებენ.  ამის საპასუხოდ კი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეთანხმება პოლიტ პატიმრების გათავისუფლებას არ ითვალისწინებდა  და ქვეყანას   პოლიტპატიმრები  არ ჰყავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში