ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

17 მაისი 2020, 10:54 1954 ნახვა

ბათუმი–ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.  გზა, სადაც გუშინ მეწყერი ჩამოწვა გაწმენდილია და გზაზე მოძრაობა ორმხრივად დასაშვებია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტერიტორია გეოლოგებმა შეისწავლეს, თუმცა წერილობითი დასკვნა ჯერ არ არის ცნობილი.

სპეციალისტების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, წინასწარი რეკომენდაციით, გზაზე გადაადგილება საფრთხეს არ წარმოადგენს. ცნობისთვის, 1 კვირის წინ, ამავე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები განვითარდა,  ჩამოიშალა ქვის ლოდები  და აფეთქებითი სამუშაოების ჩატარება გახდა საჭირო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში