საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს ვადა ხვალ ეწურება

29 სექტემბერი 2016, 00:00 3196 ნახვა

ხვალ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება.  გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ რჩება ამ ინსტიტუციის გულშემატკივრად პარალელურად კი აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ხვალ პაპუაშვილთან ერთად ვადა ეწურება სამ მოსამართლეს- ქეთევან ერემაძეს, დავით სიჭინავას და კონსტანტინე ვარძელაშვილს.  უკვე ცნობილია მათი შემცვლელი სამი ახალი მოსამართლის ვინაობა, რომლებიც ფიცს 2 ოქტომბერს დადებენ. შეგახსნებთ პრეზიდენტმა მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე დაასახელა. უზენაესმა სასამართლომ საკუთარი კვოტით თეიმურაზ ტუღუში დანიშნა. მეოთხე წევრი პარლამენტმა უნდა წარადგინოს. მისი ვინაობა ცნობილი სავარაუდოდ არჩევნების შემდეგ გახდება. 

ამავე კატეგორიაში