ქედის მუნიციპალიტეტმა ქონება მის მიერვე დაფუძნებულ შპს-ს დროებით საკუთრებაში გადასცა

19 მაისი 2020, 20:35 2519 ნახვა

ახალშექმნილ შპს-ებს მახუნცეთში 1200 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია 15 წლით, დროებით საკუთრებაში გადაეცა. ქედის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საპარკინგე სივრცე და საპირფარეშო ტურისტული განვითარების ხელშეწყობის ცენტრის მფლობელობაში გადავიდა. საკითხს  ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი.  

მეტიც გადაწყვეტილებას „ევროპულმა საქართველომ“  ეკონომიკის მართვის საბჭოური მეთოდიც უწოდეს.“ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ.  ამ ფართების გარდა საუბარია სოფელ დანდალოში არსებულ ტერიტორიაზე,სადაც შარშან საპიკნიკე ტერიტორია მოეწყო. გადაწყვეტილებას უმრავლესობის წევრები იმით ხსნიან, რომ ახალი შპს-ები ტერიტორიას უფრო მოაწესრიგებენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში