აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით-პრემიერი

22 მაისი 2020, 11:28 1600 ნახვა

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი- პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში