ლომჯარია: რჩება გარკვეული საკითხები, რომელიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა

22 მაისი 2020, 18:01 1577 ნახვა

სახალხო დამცველის შეფასებით, ინიცირებული კანონპროექტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკმაოდ პრობლემური იყო და ხარვეზებს შეიცავდა. თუმცა ნინო ლომჯარიას თქმით კანონპროექტში განხორციელებული ეს ცვლილებები და ის საკითხი, რომ მათ დროებითი ხასიათი ექნებათ, მნიშვნელოვნად ამცირებს არსებულ რისკებს.

ომბუდსმენი განცხადებით რჩება გარკვეული საკითხები, რომლებიც სახალხო დამცველის მოსაზრებიდან არ აისახა. მათ შორის არის სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე; ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება,ასევე პრობლემურია იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა. კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები წესრიგდება სხვა მოქმედი საკანონმდებლო აქტებით და არ ქმნის მისი სპეციფიკურად დარეგულირების საჭიროებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში