ხულოში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სოფლის ათამდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა

22 მაისი 2020, 19:23 2063 ნახვა

ხულოში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სოფლის ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ხულოს მერიის პრესცენტრის ინფორმაციით დაზარალებული ოჯახებისთვის სპეციალური კომისია შედგება, რომელიც შეისწავლის ოჯახებს და გადაწყდება კომპენსირების საკითხი.

სახურავების ნაწილობრივი გადახდა დაფიქსირდა შუახევში შუბანსა და კარაპეტშიც ორ საცხოვრებელ სახლზე. მაღალმთიანეთში დღის მეორე ნახევრიდან ძლიერი ქარი და დროგამოშვებით წვიმაა.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში