შეზღუდვები საგანგებოს გარეშე - ცვლილებები დამტკიცდა

22 მაისი 2020, 20:08 1750 ნახვა

კანონპროექტი პარლამენტმა მე-3 მოსმენით, 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო.  საგანგებო მდგომარეობის გარეშე, მთავრობას 15 ივლისამდე გარკვეული შეზღუდვების უფლება ექნება. ცვლილებები მესამე მოსმენით, ინიცირებული ვარიანტისგან განსხვავებულად დამტკიცდა. უფრო კონკრეტულად, კანონპროექტის ინიცირებულ ვარიანტში არ იყო მითითებული, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საკარანტინო ღონისძიებების, მათ შორის გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დროებით და არა - უვადოდ. „შემოლაწუნებამ გამოგაფხიზლათ“ - ასე მიმართა ოპონენტებს დღეს,რომან გოცირიძემ. პრემიერი კი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლების მისამართით ახალი პოლიტიკური ფრონტი გახსნა, რომელსაც გიორგი გახარიამ მასკარადის სახე უწოდა.

მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც გაითვალისწინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, დროებითი ხასიათის ნორმები, რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ომბუდსმენი კანონის აღსრულების პროცესს დააკვირდება. ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციამ და დამოუკიდებელი დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. უფრო მეტიც, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრეზიდენტს მიმართავს, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, მას ვეტო დაადოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში