საქართველოს პრეზიდენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებებს ხელი მოაწერა

22 მაისი 2020, 20:06 1563 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა ცვლილებებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში და ,,სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ხელი მოაწერა.

„დღეს აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის გაუქმება, რათა დროულად განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები და დადგენილ ვადებში ჩატარდეს სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნები, რაზეც ყველას ერთად გვაკისრია პასუხისმგებლობა. მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, პასუხისმგებელი ვარ დავიცვა ადამიანის ძირითადი უფლებები, რაც მოიცავს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლებას. ამ უკანასკნელი უფლების დასაცავად, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების გამო, საჭირო გახდა კანონით გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, ისე, რომ არ შეილახოს ადამიანის სხვა ძირითადი უფლებები. წარმოდგენილი კანონით ეს რთული ბალანსი დაცულია. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი ასევე ადგენს, აღსრულების პროცესში, შეზღუდვის მიზნობრიობის და პროპორციულობის აუცილებლობას. დღეს ჩემთვის ხელმოსაწერად წარმოდგენილი კანონები ზემოაღნიშნული გამოწვევების გადასალახად აკმაყოფილებს ორივე მთავარ მოთხოვნას - საქართველომ განაგრძოს დემოკრატიული განვითარება და შეინარჩუნოს პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული შედეგები და აუცილებელი ბერკეტები. ბუნებრივია, რომ დავაკვირდები აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში განხორციელებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში