სადავო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სარჩელი

23 მაისი 2020, 14:59 1709 ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროეტს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პარლამენტმა მათი მოწოდება არ გაიზიარა და არ შეიტანა ცვლილებები ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში და  მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ ზურაბიშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვდა. ოპოზიციის წარმომადგენელებს მიაჩნიათ, რომ ცვლილებები კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, რადგან რიგი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაზეა საუბარი. ქართულმა ოცნებამ  81 ხმით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. მიღებული კანონი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და უქმდება 15 ივლისის შემდეგ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში