პარლამენტში აჭარიდან ინიცირებული კანონპროექტი განიხილება

25 მაისი 2020, 20:07 1355 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სახელმწიფოს მონაწილეობით დაფუძნებული და  წლებია უფუნქციოდ დარჩენილი შპს-ების გაუქმების ინიციატივით გამოდის. რეგიონში ასეთი 30 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა. უფუნქციო კომპანიების გაუქმება არაფერს ნიშნავს, უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატ გია აბულაძისთვის, მისთვის სახელმწიფო საკუთრებაში სამეწარმეო და ბიზნეს-საქმიანობა მიუღებელი პრაქტიკაა. კომპანიებს შორის  არის ისეთებიც რომელთა ნაწილის საქმე სასამართლოშია, თუმცა ხანდაზმულობის ვადები ამოწურულია. უფუნქციო კომპანიების გაუქმების პროექტზე აჭარის უმაღლესი საბჭო პარლამენტის მხარდაჭერას მესამე მოსმენით ელოდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში