''ნაციონალური მოძრაობა'' ''ქართულ ოცნებას'' ადანაშაულებს

29 სექტემბერი 2016, 00:00 4282 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჭარაში საარჩევნო დარღვევების ფაქტებზე საუბრობს. პეტრე ზამბახიძის მტკიცებით, გუშინ პრემიერთან გამართულ შეხვედრას საჯარო მოხელეები და პედაგოგები ესწრებოდნენ, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. ამასთან, ადგილზე იმყოფებოდნენ არასრულწლოვნებიც, რაც ასევე დარღვევაა. ზამბახიძე აცხადებს, რომ ადგილი აქვს სხვა სახის დარვევებსაც, რომლებთან დაკავშირებითაც პარტია განცხადებების გაკეთებას უახლოეს პერიოდში გეგმავს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს ქართულ ოცნებაში ამ დრომდე არ გამოხმაურებიან.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში