პრემიერ-მინისტრი ხვალ პარლამენტში მივა-რა კითხვები ექნებათ დეპუტატებს?

26 მაისი 2020, 18:06 1174 ნახვა

პრემიერი ხვალ პარლამენტში მისასვლელად ემზადება, ოპოზიცია კი მწვავე შეკითხვების დასასმელად. გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში  საკუთარი სურვილით, "კოვიდ 19"-თან ბრძოლასა და ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმის შესახებ სასაუბროდ მიდის, რასაც ოპოზიცია პიარკამპანიის ნაწილად თვლის. ოპონენტები ამბობენ, რომ კითხვები დაუგროვდათ, ისინი იწუნებენ გეგმას, რომელიც, მათი განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკურ გამოწვევებს ვერ პასუხობს.  ასევე აქვთ სხვა შინაარსის შეკითხვებიც.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში