საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება - პრემიერი

27 მაისი 2020, 18:33 2046 ნახვა

"ევროპული საქართველოს" წევრის, ოთარ კახიძის კითხვაზე, ქვეყანაში არსებული რთული კრიზისის პირობებში, რატომ არ უბრუნებს სახელმწიფო ადამიანებს საპენსიო დანაზოგს. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია და მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება.

"ქვეყნის ფინანსური მდგრადობისთვის, საპენსიო რეფორმა უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საპენსიო ფონდი ხელშეუხებელია, მას ვერასოდეს ვერავინ შეეხება. ეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესი უნდა იყოს. რადგან ჩვენს ქვეყანას არ აქვს ის ბუნებრივი რესურსები, რომ დააგროვოს რეზერვები, რომელიც იქნება გარანტია სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის ხანდაზმულობის პირობებში, მსგავსი კრიზისების დროს, ელემენტარული დაცულობა ჰქონდეთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.  

მისივე თქმით, საპენსიო დანაზოგის კრიზისულ პერიოდში გამოყენება საჭირო არ არის, რადგან ეს დანაზოგი მოქალაქეების მიერ ხანდაზმულობის პერიოდში დასახარჯი ფულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში