რუსეთი ლუგარში საკუთარი ექსპერტების დაშვებას ითხოვს

28 მაისი 2020, 20:22 1471 ნახვა

რუსეთი ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკელები ლუგარის  ლაბორატორიაში, სამხედრო ბიოლოგიური მიზნით მუშაობენ. ამ მოტივით ლაბორატორიის შენობის იმ ნაწილში, სადაც მათი თქმით კვლევებს ამერიკელი სამხედრო ექსპერტები ატარებენ, რუსი ექსპერტების შეშვებას ითხოვენ. აშშ-ში აცხადებენ, რომ მოსკოვის დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შემაშფოთებელია.

საქართველოს ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ამერიკელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ. ლუგარის ლაბორატორიაზე სპეკულაციებს პოლიტიკური სარჩული აქვს. - ასე ფიქრობს დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.  ამ შემთხვევაში ხლისუფლება და მისი ოპონენტები ერთ პოზიციაზე არიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში