დღეიდან მაღაზიები და ღია კაფეები გაიხსნა

01 ივნისი 2020, 20:03 1629 ნახვა

ეკონომიკა გახსნის კვალდაკვალ. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან, სავაჭრო მოლები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, ასევე ღია ტიპის კვების ობიექტები გაიხსნა. ობიექტებზე პირბადის გარეშე ვერავინ შედის, ძველთან შედარებით, ახლა წესები შეცვლილია, უსაფრთხოების ნორმები კი გამკაცრებული. კაფეებსა და რესტორნებში მაგიდებთან, ყველაზე მეტი 6 ადამიანი დაჯდება.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც დღეს ღია სივრცეში განთავსებულ კაფეებში დაგხვდებოდათ,ერთჯერადი მენიუები და სპეციალური დამცავი ატრიბუტიკით აღჭურვილი  მომსახურე პერსონალია. ერთ-ერთი სივრცე დღეს, ბათუმში ოქროს ბირჟა აღმოჩნდა, სადაც მუშაობა ვერ განაახლეს, რადგან, დისტანციის დაცვა შეუძლებელი იყო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში