დეპუტატების განცხადება

05 აპრილი 2016, 00:00 5213 ნახვა

ყარაბაღში შექმნილ საომარი ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მომხდარს ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით ეხმაურებიან. "მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას და განსაკუთრებით, ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ ისეთი ხასიათის ქმედებებისგან და მოწოდებებისგან, რომელმაც შეიძლება დააზარალოს საქართველოს ტერიტორიაზე ამ ორი ეთნიკური ჯგუფის მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია." ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში