განხეთქილება ოპოზიციაში?

03 ივნისი 2020, 20:02 1427 ნახვა

მმართველი გუნდის დასამარცხებლად, ოპოზიციური პარტიები აქამდე კოორდინირებულად და შეთანხმებულად მოქმედებას გეგმავდნენ, თუმცა გიორგი ვაშაძის პრემიერობის შესაძლო კანდიდატობამ ჯერ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, შემდეგ კი არც შესაძლო ბზარია გამორიცხული. სავარაუდოდ,  პარტიათა ამჟამინდელი მიზნები ოპოზიციური ერთობის მიერ შეთანხმებულ მიზნებს, აღარ ემთხვევა.

12 პარტიიდან, ყველაზე ხისტი, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოდგა, სადაც თქვეს, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე, არც განიხილებოდა, არც განიხილება და არც მომავალში იქნება განხილული - მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ. სავარაუდოდ, პრემიერობის კანდიდატსა და სამთავრობო გუნდის წევრებს დაასახელებენ სხვა პოლიტიკური ძალებიც დაასახელებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში